среда, 16 июля 2014 г.

1.       პროექტის სახელი
კომპიუტერის შექმნა და მისი გამოყენება

2.       პროექტის მთავარი იდეა
კომპიუტერის წარმოშობის ისტორია და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში

3.       პროექტის მიზანი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს კომპიუტერის წარმოშობისა და განვითარების შესახებ. იკვლევენ რა გამოყენება აქვს კომპიუტერს და როგორ ეხმარება იგი მათ სასწავლო პროცესში. გააკეთებენ პრეზენტაციას მოძიებულ მასალებზე.

4.       პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერის შექმნის ისტორიას. როგორ მოხდა მისი სრულყოფა თანამედროვე კომპიუტერამდე. რას ნიშნავს კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. პროექტის მონაწილეები გამოიკვლევენ როგორ ეხმარება კომპიუტერი მათ სასწავლო პროცესში და რა დადებითი შედეგები   აქვს მათთვის ამ გამოყენებას.

5.       მოსწავლეთა ასაკი
11 - 12  წელი

6.       პროექტის ხანგძლიობა
15 დღე

7.       პროექტის შესაძლო აქტივობები
ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტის გამოყემებით. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ - ჩვევის ჩამოყალიბება. მოძიებული მასალის ანალიზი და პრეზენტაცია.

8.       მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე. ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს. ქმნიან ელ. ბლოგს.

9.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი. პროექტორი. დამხმარე ლიტერატურა.

10.   პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. თემის შერჩევა

აქტივობა 2. მოსწავლეები აყალიბებენ პროექტის გეგმას

აქტივობა 3. მოსწავლეები ახდენენ მოვალეობების გადანაწილებას. იღებენ პასუხისმგებლობას კონკრეტულ საკითხებზე.

აქტივობა 4. მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, იყენებენ შესაბამის ლიტეტრატურას. ახდენენ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და  გამოაქვთ დასკვნა კონკრეტულ   საკითხებზე.

აქტივობა 5. პროექტის მომზადება

აქტივობა 6. პროექტის პრეზენტაცია

აქტივობა 7. მოსწავლეებს შეუძლიათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, ურთიერთთანამშრომლობა, სხვისი აზრის გაზიარება და პატივისცემა, ისტ - ის გამოყენება სასწავლო პროცესში


11.   საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ინფორმატიკა ისტ - ის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება.

12.   პროექტის ხელმძღვანელი
ნაირა უგრეხელიძე

13.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
Nairaugrexelidze62@gmail.com